Amazon აპირებს გაუშვას Amazon Autos სერვისი დიდ ბრიტანეთში, რომელიც განკუთვნილია ონლაინ მანქანების გაყიდვებისთვის. გეგმების მიხედვით, მომავალი წლის დასაწყისიდან ქვეყნის მოსახლეობას ამ პლატფორმის საშუალებით შეეძლება როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტომობილების შეძენა.
ამრიგად, Amazon Autos სერვისი პირველად გავა შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. დიდ ბრიტანეთში პროექტი Hyundai-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. გარდა ამისა, მყიდველებს საშუალება ექნებათ, პლატფორმის საშუალებით შეუკვეთონ მანქანები, რომლებიც შემოთავაზებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 200 ავტოდილერში.
Amazon ასევე აპირებს მომავალში გააფართოვოს თანამშრომლობა სხვა კომპანიებთან, რომლებიც მონაწილეობენ მანქანების გაყიდვაში. სერვისის კიდევ ერთი მახასიათებელი იქნება მომხმარებლების მიერ საკუთარი ავტომობილების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობა.
ამჟამად Amazon Autos-ის პლატფორმაზე 35 მარკის ავტომობილია. ახალი სერვისის გაშვება იქნება კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საავტომობილო ვაჭრობის ბაზარზე საერთაშორისო საქმიანობის გაფართოებისკენ.





